„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას

24-25 აპრილს, სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრ „ექ­სპო ჯორ­ჯი­ას“ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ სივ­რცე­ში, ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნებს, თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბე­ბი წა­რად­გე­ნენ.

კომ­პა­ნია "სილ­ქნე­ტი" პრო­ექტს „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ 2018 წლიდან უჭერს მხარს.

ორი დღის განმავლობაში „ექსპო ჯორჯიას“ მე- 11 პავილიონის სცენაზე ერთმანეთს შეცვლიან სხვადასხვა თაობის, ყველასთვის ცნობილი არტისტები, რო­მლებიც პრო­ექ­ტის ავ­ტორ­მა ნინო კას­რა­ძემ ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ხელოვანების მიერ წაკითხული და საინტერესოდ გადმოცემული ესა თუ ის ნაწარმოები, ფესტივალის სტუმრებს საშუალებას აძლევს ახლოს გაეცნონ ავტორებს და ადგილზე შეიძინონ წარმოდგენილი ლიტერატურა.

წელს პროექტში ჩართულები არიან მსახიობები: ანა ნიკოლაშვილი, ანა ტყებუჩავა, კახა კინწურაშვილი, სანდრო სამხარაძე, თიკა ლაღიძე, თორნიკე ბზიავა, ანკა ვასაძე, ნანკა კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე და სხვები. ღონისძიებაში მონაწილეობენ მოზარდებიც. “ლეტერატოს” მოსწავლეები სხვადასხვა ავტორთა წიგნებს გააცნობენ ფესტივალის სტუმრებს.

სილქნეტისა და პროექტ “მსახიობები ლიტერატურისთვის” მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ფესტივალის დღიურები, რომლებიც მოიცავს გასული წლების 25-მდე ვიდეო ჩანაწერს. აღნიშნული კონტენტი SilkTV-ის მომხმარებლებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომია ვიდეოთეკას წიგნების კატეგორიაში.

პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” ფორმატი თბილისის წიგნის ბაზრობაზე გამორჩეულ ადგილს იკავებს. სულ უფრო მეტ წიგნის მოყვარულს ეძლევა შესაძლებლობა დაინტერესდნენ იმ ლიტერატურით, რასაც ხელოვანები ურჩევენ მკითხველს.

ღო­ნის­ძი­ე­ბებზე დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

24 აპრილს 13:00 -19:00 საათამდე (მცირე შესვენებებით)

25 აპრილს 11:00-19:00 საათამდე (მცირე შესვენებებით)

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა