ლიბანის პრემიერ-მინისტრი - ჩვენ „ჰეზბოლასთან“ დაპირისპირებას არ ვცდილობთ, მაგრამ ისინი ვერ დაგვაშინებენ

ჩვენ „ჰეზბოლასთან“ დაპირისპირებას არ ვცდილობთ, მაგრამ ისინი ვერ დაგვაშინებენ, - ამის შესახებ ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნავაფ სალამმა განაცხადა.

„ჩვენ ამ კურსს ვაგრძელებთ, რადგან გვჯერა, რომ დიპლომატია სისუსტეს არ წარმოადგენს, არამედ ქმედებაა, რათა ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენისა და ხალხის დაცვისთვის ყველა საშუალება გამოყენებული იყოს. ჩვენ „ჰეზბოლასთან“ დაპირისპირებას არ ვცდილობთ, პირიქით, მსურდა, რომ „ჰეზბოლასთან“ დაპირისპირება თავიდან ამეცილებინა, მაგრამ დამერწმუნეთ, „ჰეზბოლა“ ვერ დაგვაშინებს“, - განაცხადა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 16 აპრილს გამოაცხადა, რომ ლიბანი და ისრაელი 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე აშშ-ში ისრაელმა და ლიბანმა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად დიპლომატიური მოლაპარაკებები გამართეს. ისრაელსა და ლიბანს შორის ელჩების დონეზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ვაშინგტონში ხუთშაბათს გაიმართება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია