"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" -  ბრძოლის გასაგრძელებლად მზადყოფნის პიკზე ვრჩებით - მზად ვართ, ნებისმიერი საფრთხის ან განახლებული აგრესიისთვის

"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებით, რეგიონში დარჩენილ „მტრის აქტივებს“ მათთვის წარმოუდგენელ დარტყმებს მიაყენებს.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ბრძოლის გასაგრძელებლად მზადყოფნის პიკზე რჩება და მზადაა ნებისმიერი საფრთხის ან განახლებული აგრესიის მიმართ გადამწყვეტი, მტკიცე და დაუყოვნებელი რეაგირებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა. „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ სააგენტოს (UKMTO) ცნობით, სატვირთო გემს ცეცხლი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საარტილერიო კატარღამ ომანის მახლობლად გაუხსნა. თავდასხმის შედეგად გემის ნაწილი დაზიანდა, თუმცა ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს