4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ მახარაძისა და კიდევ 11 პირის სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ მახარაძისა და კიდევ 11 პირის სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა, რის შემდეგაც პროცესზე მტკიცებულებები მხოლოდ ერთმა ადვოკატმა გამოიკვლია.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, შემდეგ სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს. მისივე თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაკავებული პირების ბრალეულობა დასტურდება და მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

„ჩვენ დავასრულეთ მტკიცებულებათა გამოკვლევა, შემდეგ პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოადგენს, შევაფასებთ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დარწმუნებულები ვართ, რომ სასამართლო ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გამამტყუნებელი განაჩენი იქნება.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულებმა, იძალადეს პოლიციის თანამშრომლებზე, ზოგიერთმა მათგანმა სცადა პრეზიდენტის სასახლეში შეჭმა, ზოგიერთმა ცეცხლი წაუკიდა იქვე არსებულ ნივთებს და გაანადგურა. ეს ყველაფერი დადასტურდა ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხოლოდ ერთმა ადვოკატმა წარმოადგინა ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც იყო სატელევიზიო ჩანაწერი, რომელსაც რაიმე მტკიცებულებითი ძალა არ აქვს",- განაცხადა როინ ხინთიბიძემ.

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო