გოგიტა თოდრაძე ჟენევის რეგიონულ ფორუმზე ციფრული ტრანსფორმაციის პანელში მონაწილეობს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU), გაეროს ევროპისა და ცენტრალური აზიის ციფრული ტრანსფორმაციის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში მონაწილეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

„ფორუმი, რომელიც ქალაქ ჟენევაში მიმდინარეობს, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას 2030 წლის დღის წესრიგის განსახილველად და წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გასაზიარებლად. ფორუმის ფარგლებში გაეროს წევრი ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლები განიხილავენ მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების მიმდინარეობას, მიღწეულ პროგრესს, არსებულ გამოწვევებსა და შემდგომ ნაბიჯებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტრანსფორმაციული, ინკლუზიური და კოორდინირებული პოლიტიკის გატარებას, რაც გადამწყვეტია მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტიანი მიღწევისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, გოგიტა თოდრაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „ციფრული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.“ დისკუსიისას მან ვრცლად ისაუბრა ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის როლზე მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის პროცესში.

„საქსტატის“ ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა უწყების ციფრულ ტრანსფორმაციაზე გადასვლის პროცესზე, რომელიც საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიით (2024-2027) არის გათვალისწინებული. მისი განცხადებით, უწყება აქტიურად მუშაობს „მოსახლეობის სტატისტიკური რეგისტრის“ შექმნაზე, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მონაცემებს გააერთიანებს. აღნიშნული ინოვაცია საშუალებას მისცემს ქვეყანას, მომავალში ჩაატაროს რეგისტრებზე დაფუძნებული აღწერა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯებს და გაზრდის მონაცემთა სიზუსტეს.

„საქსტატის“ ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა 2024 წლის მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის აღწერის წარმატებაზე, რომელიც სრულად ელექტრონული მეთოდით ჩატარდა და მუნიციპალურ დონეზე ზუსტი მონაცემები უზრუნველყო. გოგიტა თოდრაძის თქმით, ტრანსფორმაციის წარმატებას ოთხი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: ძლიერი საკანონმდებლო ბაზა, ეროვნული სტრატეგია, მჭიდრო საერთაშორისო პარტნიორობა და ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში.

ფორუმის ფარგლებში გოგიტა თოდრაძე მართავს ორმხრივ შეხვედრებს პარტნიორ ორგანიზაციებთან, რაც მიზნად ისახავს სტატისტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია