დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოწვევით, ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხზე სამხედრო მრჩევლების შეხვედრა გაიმართება

დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოწვევით ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხზე სამხედრო მრჩევლების შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხზე 30-ზე მეტი ქვეყნის სამხედრო მრჩევლების კონფერენცია ლონდონში დღეს დაიწყება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„დღევანდელი და ხვალინდელი შეხვედრის ამოცანა დიპლომატიური კონსენსუსის ერთიან გეგმად გარდაქმნა წარმოადგენს, რათა ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი საზღვაო ნავიგაციისა და ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იყოს“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასულ პარასკევს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხზე ვირტუალურ საერთაშორისო სამიტს უმასპინძლეს. სამიტში მონაწილეობა 51-მა ქვეყანამ მიიღო და მათ „დამოუკიდებელი და თავდაცვითი მრავალეროვნული მისიის“ შექმნის განზრახვა დაადასტურეს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია