საია-ს ინფორმაციით, ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში კვლავ მრავალი გამოწვევით და სისტემური პრობლემით ხასიათდება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში კვლავ მრავალი გამოწვევით და სისტემური პრობლემით ხასიათდება.

როგორც საია-ში განმარტავენ, ქვეყანაში კვლავ არ არსებობს არც ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ მიმართვიანობისა და გამოვლენილი შემთხვევების ერთიანი მონაცემი, არც ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება.

„საქართველოში ბავშვებზე სექსუალური ძალადობა უკვე წლებია პრობლემად რჩება. წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, დანაშაულების სათანადოდ გამოვლენის, გამოძიების პრობლემები და კოორდინირებული პოლიტიკის გამოწვევები. წინამდებარე შეფასებაში გაანალიზებულია საქართველოში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების გათვალისწინებით.

ბავშვებზე ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სტატისტიკის წარმოება საქართველოში მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება. ქვეყანაში კვლავ არ არსებობს არც ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ მიმართვიანობისა და გამოვლენილი შემთხვევების ერთიანი მონაცემი, არც ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება. მიუხედავად ამისა, გარკვეული ინდიკატორებით შესაძლებელი არის წარმოდგენის შექმნა ძალადობის მასშტაბზე. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმის, სექსუალური ექსპლუატაციის, ჯამში 176 შემთხვევა გამოვლინდა/გადამისამართდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში. ამავე წელს, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე 189 ბავშვი იქნა დაზარალებულად ცნობილი.

ერთი მხრივ, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მაჩვენებლის ცვლილება შესაძლოა არა თავად შემთხვევების რაოდენობის ცვლილებასთან, არამედ დანაშაულის გამოვლენის ზრდასთან/კლებასთან იყოს დაკავშირებული. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ხელმისაწვდომი მონაცემები წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ იცვლება, რასაც თან ახლავს წლების განმავლობაში ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სახელმწიფოს მხრიდან გადაუჭრელი პრობლემები.

ერთი მხრივ, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მაჩვენებლის ცვლილება შესაძლოა არა თავად შემთხვევების რაოდენობის ცვლილებასთან, არამედ დანაშაულის გამოვლენის ზრდასთან/კლებასთან იყოს დაკავშირებული. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ხელმისაწვდომი მონაცემები წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ იცვლება, 4 რასაც თან ახლავს წლების განმავლობაში ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სახელმწიფოს მხრიდან გადაუჭრელი პრობლემები.

ბავშვების სექსუალური ძალადობისგან დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის და ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლა ჰოლისტიკურ, კომპლექსურ ძალისხმევას საჭიროებს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ამ სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. სამწუხაროდ, ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში, წლების განმავლობაში გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ მრავალი გამოწვევით და სისტემური პრობლემით ხასიათდება, რაც ასახულია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ანგარიშებსა და შეფასებებში. განსაკუთრებით საყურადღებოა, ერთი მხრივ, საკანონმდებლო ჩარჩოს არასრულფასოვნება, მეორე მხრივ, პრაქტიკაში, ძალადობის შეტყობინების და გამოვლენის პრობლემები, საკითხზე მომუშავე სპეციალისტთა კვალიფიკაცია, გამოძიების პროცესში მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაცია და მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის სერვისების ნაკლებობა. ამასთან, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ უწყებათა თანამშრომლობა და კოორდინირებული პოლიტიკისა და ამომწურავი მონაცემების არსებობის პრობლემები, მათ შორის, ერთიანი, სათანადო სტატისტიკის არარსებობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს