თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროცესზე მხარეები გარკვეული მტკიცებულებების დაშვებულად ცნობასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ასევე, გადავა თუ არა საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე.

პროცესს ესწრება გრიგოლ ლილუაშვილი.

სასამართლო პროცესი კი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საქმეზე არ არის საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, ამიტომ მიიჩნევს, რომ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე არ უნდა გადავიდეს.

„დღევანდელი პროცესი წინასასამართლო სხდომის გაგრძელებაა, ვინაიდან წინა სხდომაზე სრულად ვერ მოხდა პროცესის დასრულება. დღეს შუამდგომლობების განხილვის ეტაპია და სავარაუდოდ, წინასასამართლო სხდომის ეტაპი დასრულდება და გადაწყდება, საქმე არსებით განსახილველად გადაცემასთან დაკავშირებით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის შეკრებილი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე არ უნდა გადავიდეს.

რაც შეეხება საქმის დახურულ რეჟიმში განხილვას, ბრალდებულის ინტერესიც იყო, რომ საქმე ღია რეჟიმში განხილულიყო", - განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია