თაზო დათუნაშვილი - ვერც შსს-ში და ვერც სუს-ში ვერ ახერხებს ივანიშვილი სიტუაციის სტაბილიზაციას, 2 წელიწადში სუს-ის სამი უფროსი გამოცვალა, ერთი დაიჭირა, მეორე სადღაც რეზერვში გაუშვა და მესამეს მოგონილ თანამდებობაზე ნიშნავს

ვხედავთ, რომ ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვერც სუს-ში ვერ ახერხებს ივანიშვილი სიტუაციის სტაბილიზაციას, ორ წელიწადში სუს-ის სამი უფროსი გამოიცვალა, ერთი დაიჭირა, მეორე სადღაც რეზერვში გაუშვა და მესამეს მოგონილ თანამდებობაზე ნიშნავს - მისი რეჟიმი დღეს თრთის, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

დათუნაშვილის განმარტებით, პროვინციულ ავტოკრატიაში, რომელშიც საქართველოა, ძალოვანი სისტემა ხელისუფლების სტაბილიზაციის ფუნდამენტია, და ივანიშვილი სტაბილიზაციას ვერც ერთი მიმართულებით ვერ აღწევს.

„ჩვენ არ ვცხოვრობთ ლიბერალურ დემოკრატიაში, სადაც არსებობს ბალანსის სისტემა, ჩვენ ვცხოვრობთ პროვინციულ ავტოკრატიაში, რომელსაც არ აქვს სრულფასოვანი სუვერენიტეტი და აქ ძალოვანი სისტემა ივანიშვილისთვის არის ფუნდამენტი მისი ხელისუფლების სტაბილიზაციის. ჩვენ ვხედავთ, რომ ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვერც სუს-ში ივანიშვილი ვერ ახერხებს სიტუაციის სტაბილიზაციას, ორ წელიწადში სუს-ის სამი უფროსი გამოიცვალა, ერთი დაიჭირა, მეორე სადღაც რეზერვში გაუშვა და მესამეს ახლა მოგონილ თანამდებობაზე ნიშნავს, ეგ ნიშნავს, რომ ივანიშვილი ვერ ახერხებს სტაბილიზაციას. მისი რეჟიმი დღეს თრთის. ის არ არის კომფორტულ მდგომარეობაში, ის არ დგას ფეხზე მყარად, იმიტომ, რომ, როდესაც შენ გიწევს სუს-ის უფროსის ცვლა რამდენიმე თვეში ერთხელ, ეგ ნიშნავს, რომ შენ სერიოზული პრობლემა გაქვს ძალაუფლების სისტემაში, არა უბრალოდ ძალოვან სტრუქტურაში, არამედ ძალაუფლების სისტემაში. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურში შეუძლია ასეთ მოკლე ვადაში რაიმე სისტემური რეფორმა გაატაროს, რაიმე ნორმალური კვალი დატოვოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის მართვის სტილი არის ერთი ახირებული ბერიკაცის მიდგომა, როდესაც ის რაღაც შიშებზე, რაღაც ფობიებზე, რაღაც ჭორებზე აფუძნებს მის საკადრო პოლიტიკას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი დელეგიტიმაციის პირობებში, ამ პოლიტიკური კრიზისის პირობებში არ არის ისეთი სტაბილური, როგორსაც ცდილობს რომ წარმოაჩინოს მისი პროპაგანდა", - განაცხადა დათუნაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს