ტელეწამყვან ვლადიმერ სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოხსენიების გამო, იტალიის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი დაიბარა

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი უწყებაში დაიბარა, მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანმა ვლადიმერ სოლოვიოვმა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი პირდაპირ ეთერში შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია.

„რუსეთის ელჩი პარამონოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარე, რათა ოფიციალური პროტესტი გამოგვეხატა ტელეწამყვანის, ვლადიმერ სოლოვიოვის მიერ რუსეთის ტელევიზიით პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მისამართით გაკეთებული უკიდურესად სერიოზული და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო“, - დაწერა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ტელეწამყვანმა ვლადიმერ სოლოვიოვმა მელონი საკუთარი ამომრჩევლისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ღალატში დაადანაშაულა, მას „ფაშისტი, სერტიფიცირებული იდიოტი, ცუდი ქალი“ უწოდა და სხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს