„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ორი გემი დააკავეს

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ორი გემი დააკავეს.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებმა ნავიგაციის წესების დარღვევისთვის ჰორმუზის სრუტეში ორი გემი დააკავეს და ირანის სანაპიროებთან გადაიყვანეს.

„გემები MSC Francesca და Epaminodes-ი საჭირო ნებართვის გარეშე მოძრაობდნენ და სანავიგაციო სისტემებით მანიპულირებდნენ“, - აცხადებს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“.

ასევე, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის საზღვაო ძალებმა ცეცხლი კიდევ ერთ გემს, Euphoria-ს გაუხსნეს.

Sky News-ის ინფორმაციით, MSC Francesca შვეიცარიაში დაფუძნებულ კომპანია MSC-ის ეკუთვნის. სატვირთო გემი Epaminodes-ი კი ბერძნული კომპანია Kalmar Maritime-ის საკუთრებაშია.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს