ბერდია სიჭინავა - 20 ივნისის საქმეზე ბრალდების მხარეს 1060 მოწმე ჰყავს, დაასახელონ ერთი მოწმე ან მტკიცებულება, რომელიც გახარიას ამხელს - 1060 მოწმეა და თვეში ერთხელ ინიშნება პროცესები, რამდენი ათეული წელი დასჭირდება საქმის დასრულებას?

1060 მოწმე ჰყავს ბრალდების მხარეს გამოსაკითხთა სიაში. დაასახელონ ერთი მოწმე ან მტკიცებულება, რომელიც გიორგი გახარიას ამხელს, რომ მან ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება დააორგანიზა, - ამის შესახებ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქმის მასალებში გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

„დღეს მოწმედ წარმოდგენილი იყო დაზარალებული, რომელსაც უშუალოდ რეზინის ტყვიის გამოყენების შედეგად აქვს დაზიანება მიღებული, შესაბამისად, მოწმის ამ ჩვენებას ფიზიკურად ვერ ექნება რაიმე კავშირი გიორგი გახარიას ბრალეულობასთან მარტივი მიზეზის გამო, რომ არ დასტურდება, თითქოს გიორგი გახარიამ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება. შესაბამისად, ამ ბატონს რა ზიანიც მიადგა, კავშირში ვერ ექნება ბრალთან, რომელიც პროკურატურას აქვს შეთითხნილი.

1060 მოწმე ჰყავს ბრალდების მხარეს გამოსაკითხთა სიაში. დაასახელონ ერთი მოწმე ან მტკიცებულება, რომელიც გიორგი გახარიას ამხელს, რომ მან ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება დააორგანიზა. ასეთი მტკიცებულება არ არსებობს.

1060 მოწმეა და თვეში ერთხელ ინიშნება სასამართლო სხდომები. რამდენი ათეული წელი დასჭირდება ამ სისხლის სამართლის საქმის დასრულებას?“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმის დაკითხვა მოხდა.

ასევე, მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალში დარჩა.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია