კახა კალაძე - მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 100-მდე ლიფტი განახლდა, წლის ბოლომდე კი დამატებით 600-მდე ამორტიზებული ლიფტი შეკეთდება

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 100-მდე ლიფტი განახლდა, წლის ბოლომდე კი დამატებით 600-მდე ამორტიზებული ლიფტი შეკეთდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში, წინა წელთან შედარებით, ამ მიმართულებით თანხები გაორმაგდა და 31 მლნ ლარია გათვალისწინებული.

„2026 წელს 700-მდე ამორტიზებული ლიფტის განახლება და სრული რეაბილიტაცია მოხდება, ხოლო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისში ყველა ამორტიზებული ლიფტი განახლდება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უკვე დასრულდა 100-მდე ლიფტის სრული განახლება, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს 54 ლიფტის რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

„გამგეობები განიხილავენ შემოტანილ განცხადებებს და მათ შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან. ამხანაგობის საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და პროექტირების ჩატარების მიზნით, გამგეობა სრულად აფინანსებს სხვადასხვა სამუშაოს, მათ შორის ლიფტების განახლებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია