„იმედი ხვალის“ კონკურსის მე-2 ტური 26 აპრილს გაიმართება

მათემატიკური კონკურსი „იმედი ხვალის“ მე-2 ტური 26 აპრილს გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ ორგანიზებით, 2008 წლიდან ტარდება მათემატიკური კონკურსი - „იმედი ხვალის“, რომლის მიზანიც მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნებით გამორჩეული ბავშვების მოძიება, მათთან მუშაობა და მათი ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებაა.

„კონკურსი გათვლილია III-VI კლასის მოსწავლეებზე და ის სრულიად უფასოა.

პირველი ტური 19 აპრილს ჩატარდა, მასში მონაწილეობა 500-მდე კონკურსანტმა მიიღო, შემდეგ ტურში კი 193 მოსწავლე გადავიდა.

მე-2 ტური გაიმართება 26 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (მაღლივი).

გამარჯვებულები მიიღებენ ისეთ პრიზებს, როგორიცაა - ლეპტოპები, ტაბლეტები, მზიურის „ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამის/ტალანტების ფაბრიკის“ სასწავლო ვაუჩერები და სხვ.

დაჯილდოება გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში (I კორპუსი) 1 მაისს, 19:00 საათზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონკურსის ორგანიზატორების თქმით, ხშირად ტექნოლოგიურ გზაზე მდგომი პატარებისთვის „იმედი ხვალის“ კონკურსში მიღებული დიპლომი პირველია.

„ამ შემდეგ, ისინი უფრო მოტივირებულნი ხდებიან და ბევრად მეტ წარმატებას აღწევენ მომავალში. ბევრმა მონაწილემ სწორედ „იმედი ხვალის“ კონკურსით დაიწყო და დღეს სწავლობენ და მუშაობენ ისეთ კომპანიებსა და უნივერსიტეტებში, როგორიცაა Google, MIT(Massachusetts Institute of Technology) და ა.შ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა