გიორგი გახარიას საქმის პროკურორი - მოწმეების მხრიდან ხდება დადასტურება იმ გარემოებების, რაც იყო 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას, იყო თუ არა სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამატება და რა ვითარებაში მოხდა მათი ჯანმრთელობის დაზიანება

დაცვის მხარის პოზიციაა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი მხრიდან სულ ეს გვესმის და სხვა გარემოებებზე ვერ საუბრობენ - მოწმეების მხრიდან ხდება დადასტურება იმ გარემოებების, რა ვითარება იყო აქციის მიმდინარეობისას, იყო თუ არა სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამატება და რა ვითარებაში მოხდა მათი ჯანმრთელობის დაზიანება, - ამის შესახებ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას საქმის პროკურორმა მარიამ გიგაურმა განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო მტკიცებულებების გამკვლევის შემდეგ გიორგი გახარიას ბრალეულობა დადასტურდება.

„დაცვის მხარის პოზიციაა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი მხრიდან სულ ეს გვესმის და სხვა გარემოებებზე ვერ საუბრობენ. მოცემულ საკითხზე მოწმეების გარდა, ბრალდების მხარეს გამოთხოვილი აქვს არაერთი მტკიცებულება, ასევე, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება. ეს მტკიცებულებები გამოკვლეული იქნება სასამართლოზე და საბოლოოდ, მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდება გიორგი გახარიას ბრალეულობა.

გიორგი გახარიას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას ვედავებით და მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი თითოეული პირი გახლავთ უშუალოდ დაზარალებული და ეს პირები საუბრობენ გარემოებებზე, რა დროს მიადგათ დაზიანება, რომ მათი მხრიდან არ მომხდარა რაიმე კანონდარღვევა და მათ მიმართ განხორციელდა სპეციალური საშუალებების გამოყენება. ეს გარემოებები უშუალოდ და პირდაპირ კავშირშია ბრალად წარდგენილ ქმედებასთან.

სასამართლო პროცესზე დაიკითხა 2019 წლის 20 ივნისს აქციაზე დაზარალებული. მოწმეების მხრიდან ხდება დადასტურება იმ გარემოებების - რა ვითარება იყო აქციის მიმდინარეობისას, იყო თუ არა სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამატება და რა ვითარებაში მოხდა მათი ჯანმრთელობის დაზიანება. მათი მხრიდან არანაირი დაპირისპირება არ იყო სამართალდამცავების მიმართ, ასევე არ იყო დაძაბული ვითარება, რა დროსაც დაზიანებები მიიღეს. ეს უშუალოდ და პირდაპირ კავშირშია იმ ბრალდებასთან რომელიც გიორგი გახარიას აქვს წაყენებული. ასევე, მოწმეები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ არ მომხდარა არანაირი გაფრთხილება და ისე მოხდა მათ წინააღმდეგ სპეციალურიო საშუალებების გამოყენება“,- განაცხადა მარიამ გიგაურმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმე დაიკითხა.

ასევე, მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალში დარჩა.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია