გიტანას ნაუსედა - კარგი ამბების დღეა - ვულოცავ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმების მიღწევას - მივესალმები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას

მივესალმები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ დიდი ხნის ნანატრ გადაწყვეტილებას. ევროპა წარმატებას მიაღწევს, როდესაც ერთიანია, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროპა მტკიცედ დგას უკრაინისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით.

ლიეტუვის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმების მიღწევასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპა გააგრძელებს აგრესორზე ზეწოლის გაძლიერებას და ევროპა გააგრძელებს აგრესორზე ზეწოლის გაძლიერებას.

„დღეს კარგი ამბების დღეა. ვულოცავ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმების მიღწევას. ევროპა გააგრძელებს აგრესორზე ზეწოლის გაძლიერებას. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ყველა საჭირო საშუალებით. ეს არის ბრძოლა, რომელიც ყველას გვეხება“, - წერს პრეზიდენტი ნაუსედა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ