ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი - უკრაინის ნავთობის ბლოკადა გავარღვიეთ - დადასტურდა, რომ უკრაინამ ნავთობის ტრანზიტი პოლიტიკური მიზეზების გამო დაბლოკა

უნგრეთი ადასტურებს, რომ „დრუჟბას“ ნავთობსადენის გავლით ნავთობის მიწოდება განახლდა.

უნგრეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში, იანოშ ბოკამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადგილობრივი დროით 11:35 საათზე ბელარუსიდან უკრაინაში ნავთობის ტრანზიტი აღდგა.

ბოკას ცნობით, რუსული ნავთობი უნგრეთამდე დღეს საღამოს, ან არაუგვიანეს ხვალ დილამდე მიაღწევს.

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დაბლოკვა უნგრეთის მიზანი არ ყოფილა, „არამედ ინტერესების გატარების ინსტრუმენტი იყო, რაც უკრაინის არაკეთილსინდისიერი ქმედებით იყო გამოწვეული“.

„უკრაინის ნავთობის ბლოკადა გავარღვიეთ. დადასტურდა, რომ უკრაინამ ნავთობის ტრანზიტი პოლიტიკური მიზეზების გამო დაბლოკა, ასევე, ისიც დადასტურდა, რომ მათ თანხები უფრო მალე გამოელიათ, ვიდრე ჩვენ ნავთობი. უნგრეთის ტაქტიკა წარმატებული აღმოჩნდა“, - წერს ბოკა.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს