მაკა ბოჭორიშვილი - ცვლილებები მიმართულია იქითკენ, რომ უფრო ეფექტიანად მოხდეს იმ მიზნების განხორციელება, რაც აქვს საქართველოს მთავრობას

სამთავრობო ცვლილებები მიმართულია იქითკენ, რომ უფრო ეფექტიანად მოხდეს იმ მიზნების განხორციელება, რაც საქართველოს მთავრობას აქვს. შესაბამისი განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.

კერძოდ, მან ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნითი სხდომის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრა.

„ცვლილებები მიმართულია იქითკენ, რომ უფრო ეფექტიანად მოხდეს იმ მიზნების განხორციელება, რაც აქვს დღეს საქართველოს მთავრობას და ვფიქრობ, რომ ის კიდევ უფრო გააძლიერებს იმ პრიორიტეტებზე მუშაობას, რაც არის ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანი და უფრო ეფექტიანი გახდება მთავრობის მუშაობა", - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მიმდინარე პროცესები ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის საგარეო ასპარეზზე წარმოჩენის თვალსაზრისით.

„რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაა და პირველ რიგში, მადლობელი ვარ იმისთვის, რომ გარკვეულწილად ხდება პოზიტიური შეფასება იმ საკითხების, რა საკითხებზეც მე ვმუშაობ და საქართველოს მთავრობის ფარგლებში რა როლიც მაქვს დაკისრებული. მეორე მხრივ, ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო ასპარეზზე წარმოსაჩენად, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ჩემთვის პირადად, როდესაც ამ პოზიციაზე ვარ წარდგენილი", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია