არასამთავრობო ორგანიზაციები - „ღია მმართველობის პარტნიორობამ“ საქართველოს წევრობა შეუჩერა - გადაწყვეტილება არის დადასტურება, რომ ქვეყანა დაშორდა დემოკრატიულ სტანდარტებს

„ღია მმართველობის პარტნიორობამ“ (OGP) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ქვეყანა გამოეთიშა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

"„ღია მმართველობის პარტნიორობამ“ (OGP) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით. შედეგად, საქართველო გამოეთიშა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას.

რა არის OGP და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

OGP აერთიანებს დემოკრატიულ და დემოკრატიის გზაზე მდგომ ქვეყნებს, რომლებიც იღებენ ვალდებულებას, გახდნენ უფრო გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი საკუთარი მოქალაქეების წინაშე. ეს არის სივრცე, სადაც მთავრობები და სამოქალაქო საზოგადოება ერთად მუშაობენ კორუფციის შემცირებაზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებაზე. საქართველოც წლების განმავლობაში ითვლებოდა ამ მიმართულებით ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად.

რა უძღოდა წინ გადაწყვეტილებას?

2023 წელს საქართველოს მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ რეპრესიების გააქტიურების შედეგად, OGP-მ საქართველოს დროებით შეუჩერა წევრობა და მთავრობას მისცა კონკრეტული ვადა, 2025 წლის ბოლომდე, შეესრულებინა 2 რეკომენდაცია:

გაეუქმებინა ყველა ის კანონი, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მოქალაქეების უფლებებს; და

დაეცვა გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა ფიზიკური და სხვა სახის თავდასხმებისგან.

რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ მდგომარეობა გააუარესა: გაგრძელდა დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა და კიდევ უფრო მეტი კანონი იქნა მიღებული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ. საბოლოოდ, OGP-ის პროცესის მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა პროტესტის ნიშნად უარი თქვეს „ქართული ოცნების“ მთავრობასთან თანამშრომლობაზე.

OGP-მ დაასკვნა, რომ ქვეყანაში აღარ არსებობს ის მინიმალური გარემო, რომელიც საჭიროა ღია და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის, და საქართველოს წევრობა საბოლოოდ შეწყვიტა.

რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება?

OGP-ის ეს გადაწყვეტილება არის დადასტურება, რომ საქართველო დაშორდა იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებაზეც თავად იღებდა ვალდებულებას. ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო ნდობა და დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობები.

ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამკაცრებს კონტროლს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დაფინანსებაზე და ცდილობს მათი საქმიანობის შეზღუდვას „გამჭვირვალობის“ სახელით; მეორე მხრივ კი, თავად ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სფეროში და ამის გამო კარგავს წევრობას ორგანიზაციაში, რომელიც სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული.

რატომ უნდა აინტერესებდეს ეს საქართველოს მოქალაქეს?

OGP-დან გამორიცხვა არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხი. ეს პირდაპირ უკავშირდება თითოეული მოქალაქის უფლებებს – რამდენად თავისუფლად შეიძლება საკუთარი აზრის გამოხატვა, რამდენად დამოუკიდებელია მედია, რამდენად გამჭვირვალეა სახელმწიფო და რამდენად შეუძლია საზოგადოებას ხელისუფლების კონტროლი.

ეს გადაწყვეტილება გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები არ ფუნქციონირებს და მოქალაქეთა ხმა აღარ ისმის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

განცხადებას ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“;„მწვანე ალტერნატივა“;„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია