"ევროპის უნივერსიტეტის" ესეების კონკურსის "საქართველოს ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით საერთაშორისო სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი "საქართველოს ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპის უნივერსიტეტი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, 21 აპრილს საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულები "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორმა ნინო ტალიაშვილმა დააჯილდოვა. კონკურსის მონაწილეებს სიტყვით ვიცე-რექტორებმა რაულ ქირიამ და ნიკოლოზ ფარჯანაძემ მიმართეს.

„კონკურსში მონაწილეობა "ევროპის უნივერსიტეტის" და "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" სტუდენტებმა მიიღეს.

გამარჯვებულები არიან:

I ადგილი - ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი Noon Mohamed Abdelrahman Mohamed

II ადგილი - ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტი Mohd Danish Raza Khan

III ადგილი - ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტი Naina Gandhi

სტუდენტების ნაშრომები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ შეაფასა. გამარჯვებულებს "ევროპის უნივერსიტეტისგან" შესაბამისი სერტიფიკატები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

ესეების კონკურსის მიზანი საერთაშორისო სტუდენტების წახალისება იყო რათა შეისწავლონ, გააანალიზონ და თავიანთი ხედვა გაუზიარონ საზოგადოებას საქართველოს უნიკალური კულტურული იდენტობის, ისტორიული მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა