საქართველოს პროკურატურაში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის სასწავლო კურსი ჩატარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, სამდღიანი სწავლების ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სქესობრივ დანაშაულებზე არსებული საერთაშორისო სტანდარტები და სახელმწიფოს ვალდებულებები, სქესობრივ დანაშაულთა განმარტება და სქესობრივი დანაშაულების ურთიერთგამიჯვნის საკითხები, მტკიცებულებათა მოპოვება და მტკიცებულებითი სტანდარტი და სისხლის სამართალწარმოების პროცესში დაზარალებულის უფლებების დაცვის სტანდარტები. ასევე საუბარი შეეხო დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მექანიზმებს, დაზარალებულზე ორიენტირებულ მიდგომებს სამართალწარმოების პროცესში და სხვა საკითხებს. სასწავლო კურსის ფარგლებში ასევე ყურადღება დაეთმო დაზარალებულთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს.

„სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შედეგად, საქართველოს პროკურატურას დამატებით 22 სპეციალიზებული პროკურორი და 4 სპეციალიზებული გამომძიებელი შეემატა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სპეციალიზაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე საქართველოს პროკურატურა უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს.

პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება და განგრძობადი პროფესიული განათლება, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე მართლსამჯულების ეფექტიანობის გაზრდას. შესაბამისად, ამ მიმართულებით სპეციალიზებულ პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია