ბათუმის საქალაქო სასამართლო 23 აპრილს მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავს

23 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლო “ნეტგაზეთისა“ და „ბათმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავს.

პროცესი 15:00 საათზე არის ჩანიშნული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საქმე ეხება სტიკერის გაკვრას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე და ამ შემთხვევაში დავის საგანი იქნება არა ის, ჩაიდინა თუ არა სამართალდარღვევა მზია ამაღლობელმა ღობეზე სტიკერის გაკვრით, არამედ ის თუ, რამდენად კანონიერად დააკავეს მზია ამაღლობელი.

კერძოდ, გამოცემა აღნიშნავს, რომ „მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერების საქმის“ წარმოებაში მიღებაზე უარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2025 წელს თქვა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს საქმე დაუბრუნა და მისი განხილვა დაავალა. სწორედ აღნიშნული საქმის განხილვა დაიწყება 23 აპრილს.

„მოსამართლემ უნდა დაასაბუთოს, რატომ იყო კანონიერი დაკავება“, - აღნიშნა მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ნინო ხუციშვილმა გამოცემასთან.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია