არმაზ ახვლედიანი - არ გამოვრიცხავ, საჭირო გახდეს საგარეო საქმეთა მინისტრის ცვლილებაც - კობახიძემ თამაშის ნაწილი აშკარად წააგო, მდინარაძე კი თამაშგარე მდგომარეობაშია

კობახიძის პოზიცია დღეის მდგომარეობით აშკარად შესუსტებულია, მას რჩება მინიმალური რესურსი წინააღმდეგობის გასაწევად, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება.

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ან „სრულად მოიდრეკს თავს ივანიშვილის წინაშე” ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაკარგავს.

„კობახიძის პოზიცია დღეის მდგომარეობით აშკარად შესუსტებულია, მას რჩება მინიმალური რესურსი წინააღმდეგობის გასაწევად. ან ის მოიდრეკს თავს ივანიშვილის წინაშე სრულად, იმ ნაწილში, რაც ივანიშვილს სჭირდება, თავად უკეთ იციან, რა ნაწილია, ან სულ მალე ვიხილავთ ბრიფინგს და კობახიძე იტყვის, რომ მადლობა პარტიას, მადლობა ივანიშვილს, მე წიგნები უნდა ვწერო, ან რაღაც სხვა უნდა ვაკეთოო, რაღაცას გამოუძებნიან უეჭველი. ჩვენ ეს არ უნდა გვადარდებდეს.

მე მაინტერესებს ერთადერთი რამ, ივანიშვილს წავართვათ მინისტრობანას თამაშის ხალისი, წავართვათ ხალისი, განწყობა და უფლებაც, რომ ეთამაშოს საქართველოს ბედს, საქართველოს მომავალს. ამას შევძლებთ ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნით, დღევანდელ ოპოზიციაში დარწმუნებული ვარ აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სწორად გაიაზრებენ სადღეისო მოთხოვნებს. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, რომ საერთოდ რამე შანსი დაგვრჩეს ჩვენ ქვეყანაში, რომ ამ უბედურებიდან გამოვიდეთ“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანის თქმით, მოსალოდნელია რომ იქნება სხვა სამთავრობო ცვლილებებიც და სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი შეიცვლება.

„კობახიძემ თამაშის ეს ნაწილი აშკარად წააგო. მდინარაძე ახლა არის თამაშგარე მდგომარეობაში. შესაძლოა სულ მალე ვიხილოთ სხვა საკადრო ცვლილებებიც, მაგალითად, მე არ გამოვრიცხავ, რომ საჭირო გახდეს საგარეო საქმეთა მინისტრის ცვლილებაც. ეს მეტწილად უკავშირდება დიდ, მაგისტრალურ თემას, რაც არის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ოდნავ მაინც ნორმალიზება, რაც ვერაფრით ვერ გამოდის”, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა