მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ნამდვილად ძალიან სერიოზულად ვუყურებ - გავაგრძელებ საკითხების ფართო სპექტრში ჩართულობას, მათ შორის მათ გათავისუფლებაზეც, ვინც არ უნდა იყოს ციხეში

საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ნამდვილად ძალიან სერიოზულად ვუყურებ, - ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა მაიკლ ო’ფლაერტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) განაცხადა.

კერძოდ, მან უპასუხა ერთ-ერთი დეპუტატის კითხვას: „საქართველოზე ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ბოლო ანგარიში პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პატიმრის, ისევე, როგორც ჟურნალისტებისა და საჯარო დებატების ყველა დანარჩენი მონაწილის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების მოითხოვს. ასე რომ, ჩემი კითხვაა, აპირებთ თუ არა რაიმე დამატებითი ნაბიჯების გადადგმას, რათა მხარი დაუჭიროთ მათ გათავისუფლებას? და მეორე, ეცადეთ თუ არა შეხვედროდით რომელიმე მათგანს საქართველოში ვიზიტის დროს?”

ო’ფლაერტმა ისაუბრა მისი ვიზიტის შესახებ საქართველოში და თქვა, რომ გააგრძელებს საკითხების ფართო სპექტრში ჩართულობას, მათ შორის მათ გათავისუფლებაზე, ვინც ციხეში არ უნდა იყოს.

“საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ნამდვილად ძალიან სერიოზულად ვუყურებ. ის იმ ქვეყანათა მცირე რიცხვშია, რომელსაც უკვე ორჯერ ვეწვიე მას შემდეგ, რაც ეს თანამდებობა დავიკავე. ასამბლეის ზოგიერთმა წევრმა შეიძლება უკვე იცოდეს, რომ ცოტა ხნის წინ დავბრუნდი [საქართველოდან]. გასულ კვირას ვიყავი იქ. გასულ კვირას საპოლიციო სისასტიკის საკითხს განვიხილავდი, რომელსაც 2024 წლის პროტესტების დროს ჰქონდა ადგილი, 2024 წლის დასასრულს - 2025 წლის დასაწყისში, სამოქალაქო საზოგადოებაზე გაზრდილი ზეწოლისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების საკითხებს. გუშინ გავავრცელე განცხადება, რომელშიც ვისაუბრე ამ საკითხებზე. მომავალ კვირებში უფრო დეტალურ განცხადებას გავავრცელებ. კითხვა დასვით, შევხვდი თუ არა ხალხს - კი, რა თქმა უნდა. ბევრი შეხვედრები მქონდა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ჟურნალისტებთან ჩემი ვიზიტის დროს, და ჩემი ვიზიტის მიღმაც ვხვდები მათ, ისევე როგორც პოლიტიკოსებს, კონკრეტულად კი აქ, სტრასბურგში. გავაგრძელებ საკითხების ფართო სპექტრში ჩართულობას, მათ შორის იმათ გათავისუფლებაზეც, ვინც არ უნდა იყოს ციხეში”, - განაცხადა ო’ფლაერტიმ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია