გრიგოლ გეგელია - ცხრა პარასკევი აქვთ კვირაში, დღეს ჯერ კიდევ მყარად რომ არის კობახიძე, ხვალ მიუჯდება ღარიბაშვილს და ლილუაშვილს - კობახიძის ადგილზე ლოცვას გავაძლიერებდი

დღეს ჯერ კიდევ მყარად რომ არის კობახიძე, ხვალ მიუჯდება გვერდით ღარიბაშვილს და ლილუაშვილს - კობახიძის ადგილზე ლოცვას გავაძლიერებდი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას შეფასებით, სამთავრობო ცვლილებები აჩვენებს, რომ „ვითარება ძალიან არამყარია ივანიშვილისთვის“.

„როდესაც ამ ტიპის ადამიანებს და რა რიგით მინისტრებს ცვლი, როცა შენ ცვლი შსს მინისტრს, სუს-ის ხელმძღვანელს და მსგავსი ტიპის პორტფოლიოს მატარებელ ადამიანებს, ეს ნიშნავს, რომ შენ გაქვს ფუნდამენტური განცდა იმისა, რომ არ ხარ მყარად და გაქვს ძალიან დიდი შიში. ჩემთვის ეს ყველაფერი შიშის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ვიცით, რომ ივანიშვილი საკმაოდ პარანოიული ადამიანია, ის აბსოლუტურად არავის ენდობა. პარალელურად, მან ძალიან კარგად იცის, რომ ის ვითარება, რაშიც თავი ჩაიგდო ამ დე ფაქტო რეჟიმის ხელით, ძალიან არასახარბიელოა. მას არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმაცია და მას ეს ადარდებს, ჩვენ ეს ვნახეთ, სხვა თუ არაფერი, მათ კანონები მიიღეს, რომლითაც დაგვავალდებულეს მათი ლეგიტიმურობის აღიარება. სისხლის სამართლის წესით შეეცადნენ იმის მიღებას, რაც სხვა გზით ვერ მიიღეს. მე ვფიქრობ, რომ [ივანიშვილს] ვითარების კონტროლის დაკარგვის ეშინია, დარწმუნებული ვარ, კობახიძისაც ეშინია და ზოგადად არავის ენდობა. კობახიძე ამ წამს არის პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე, მაგრამ ღარიბაშვილი იყო მანამდე და სად არის დღეს ღარიბაშვილი? ჩვენ გვახსოვს გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც უზომოდ გავლენიანი კაცი იყო ამ ქვეყანაში, სად არის დღეს ის? ჩვენ გვახსოვს თავდაცვის მინისტრები, რომელთაგან ყველა ციხეშია. იყვნენ გავლენიანები, მაგრამ დღეს ყველანი არიან ციხეში. მათ ცხრა პარასკევი აქვთ კვირაში, როგორც გადაუტრიალდება ბატონ ბიძინას გონება, ისე იქნება ყველაფერი და დღეს ჯერ კიდევ მყარად რომ არის კობახიძე, ხვალ მიუჯდება გვერდით [ღარიბაშვილს და ლილუაშვილს] - როგორც არიან ბატონები ღარიბაშვილი და ლილუაშვილი, შეიძლება კიდევ უარესი მუხლით, მასზე იმდენი რამ არის, რეალურად, კობახიძის გასამართლება თუ მოინდომა ნებისმიერმა შემდგომმა პრემიერ-მინისტრმა“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია