რუსებმა დნიპროს დაარტყეს, დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა - 8

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.

განჟას თქმით, თავდასხმამ ქალაქის სხვადასხვა უბანში ხანძარი გამოიწვია, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები.

მოგვიანებით, განჟამ განაცხადა, რომ რუსებმა დნიპროში მაღალსართულიან შენობას დაარტყეს და რამდენიმე ბინაში ხანძარი გაჩნდა.

მაშველები ამ დრომდე ერთ ადამიანს ეძებენ. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა