ისრაელი და ლიბანი დღეს ვაშინგტონში მოლაპარაკებებს გამართავენ

ისრაელი და ლიბანი დღეს ვაშინგტონში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ, რომლის დროსაც ბეირუთი ცეცხლის შეწყვეტის ერთი თვით გახანგრძლივების წინადადების წარდგენას გეგმავს.

მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების წინა რაუნდის მსგავსად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეხვედრას გამართავს ისრაელის ელჩთან, იეჩიელ ლეიტერთან და ლიბანის ელჩთან, ნადა ჰამადეჰ მოადასთან, ლიბანში აშშ-ის ელჩის, მიშელ ისას თანდასწრებით. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა მედიას განუცხადა, რომ შეხვედრას ისრაელში აშშ-ის ელჩი, მაიკ ჰაკაბიც შეუერთდება.

გუშინ, მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე, ისრაელმა განაცხადა, რომ ლიბანთან სერიოზული უთანხმოება არ აქვთ და ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, ერთად იმუშაონ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, რომელიც მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგება და მასში არ მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის 14 აპრილს გამართული მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის გამართული პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში. შეხვედრის შემდეგ აშშ-მა 10-დღიანი ზავის შესახებ გამოაცხადა, რომლის ვადაც კვირას იწურება.

ლიბანელმა ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ დასახელებულა, მედიას განუცხადა, რომ ლიბანი ზავის ერთი თვით გახანგრძლივებას, ასევე ისრაელის მიერ დაბომბვისა და ნგრევის შეჩერებას და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისადმი ერთგულებას მოითხოვს.

ლიბანის პრეზიდენტმა, ჯოზეფ აუნმა, გუშინ განაცხადა, რომ „მიმდინარეობს კონტაქტები ცეცხლის შეწყვეტის პერიოდის გასაგრძელებლად“.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა