სლოვაკეთში „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდება განახლდა

სლოვაკეთში „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება განახლდა, - ამის შესახებ სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა დენისა საკოვამ განაცხადა.

დენისა საკოვას ცნობით, სლოვაკეთში რუსული ნავთობის მიწოდება ხუთშაბათს, 2:00 საათზე აღდგა.

„ამჟამად ნავთობის მიღება შეთანხმებული გეგმის მიხედვით ხორციელდება“, - განაცხადა სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინამ გამოაცხადა, რომ „დრუჟბას“ ნავთობსადენი აღადგინა და ნავთობის ტრანზიტი განახლდა. მოგვიანებით, უნგრეთმა დაადასტურა, რომ ნავთობსადენის გავლით ნავთობის მიწოდება აღდგა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა