ირაკლი კობახიძე - „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამით ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას, მნიშვნელოვნად ვწევთ დაფინანსების ქვედა და ზედა ზღვრებს - ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება

უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის, მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი, ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა - ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი და დავაჩქაროთ თქვენი პროექტების დაფინანსების პროცესი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამავდროულად, დამკვიდრდება სისტემური მონიტორინგი, რათა დროულად შევიდეს ცვლილებები პროგრამებში, სადაც საჭიროება გაჩნდება.

„ჩვენ ვამკვიდრებთ სისტემურ მონიტორინგს, რაც საშუალებას მოგვცემს, მუდმივად ვადევნოთ თვალი პროგრამის ეფექტიანობას და დროულად შევიტანოთ ცვლილებები იქ, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება. დასასრულს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძლიერი ფერმერი ნიშნავს ძლიერ სოფელს, ხოლო ძლიერი სოფელი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების გარანტი. ეს პროგრამა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს, როგორც თანამედროვე და ძლიერი აგრარული სახელმწიფოს განმტკიცების გზაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია.

მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და მან 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

„მივესალმები ფერმერებს, რომელთა ყოველდღიურ შრომაზეც დგას ჩვენი სოფლის გაძლიერება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა.

სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. ყველას კარგად გვახსოვს პერიოდი, როდესაც ეს დარგი მხოლოდ ფერმერთა ენთუზიაზმზე იდგა. 2012 წლის შემდეგ სახელმწიფომ თავისი მიდგომა ფუნდამენტურად შეცვალა – ჩვენ სოფელი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ვაქციეთ და დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება ინფრასტრუქტურაში, ტექნიკასა და ცოდნაში.

შედეგები ხელშესახებია: სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და მან 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2.5-ჯერ გაიზარდა აგროექსპორტი, რომელმაც მილიარდ 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ქართული ნაწარმი თანმიმდევრულად იკავებს თავის ღირსეულ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა პრემიერმა

კობახიძის თქმით, „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამით გაერთიანდება აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას, მნიშვნელოვნად აიწევა დაფინანსების ქვედა და ზედა ზღვრები, ზოგ შემთხვევაში კი სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება.

„დღეს ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, ლოჯისტიკური სირთულეები და სასურსათო უსაფრთხოების საკითხი დღეს მთელი მსოფლიოსთვის უმთავრესი გამოწვევაა. ეს ვითარება ჩვენგან კიდევ უფრო სწრაფ მოქმედებას, ახალი ბაზრების ათვისებას და ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურ გაძლიერებას მოითხოვს“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამა აერთიანებს აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას.

„თუ აქამდე ჩვენი მხარდაჭერა მიმართული იყო დარგის გადარჩენასა და კონკრეტული პროექტების გამართვაზე, დღეს ჩვენ განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავდივართ და ერთიან სისტემას ვამკვიდრებთ.

„აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას. ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება. გვინდა, თქვენ იყოთ წარმატებული, თანამედროვე მეწარმეები, რომელთაც გექნებათ სტაბილური შემოსავალი და ზრდის პერსპექტივა.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად ვწევთ დაფინანსების ქვედა და ზედა ზღვრებს - ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება. სახელმწიფო მზად არის, პირველად წარმოებაში აიღოს ხარჯების მინიმუმ 50%, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაში - 40%“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია