დანიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა

დანიაში მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის ჩრდილოეთით, ქალაქების ჰილერედისა და კაგერუპის დამაკავშირებელ რკინიგზის ხაზზე შეეჯახა.

დანიის სამაშველო სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

„მატარებლებიდან ყველა მგზავრი გამოვიყვანეთ, ამიტომ იქ ჩარჩენილი არავინ არის“, - განაცხადა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.

სარკინიგზო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა