ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა სანქციებს - თქვენ ელოდეთ რასაც გინდათ, მე არაფერს ველოდები

მარტო უნგრეთი არ იყო ჩვენი მხარდამჭერი, სხვებიც გვიჭერდნენ მხარს - იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ხალხს და ქვეყანას მომავალშიც გამოუჩნდება ლობისტები, ძლიერი ლობისტები ევროკომისიაში, ევროკავშირში, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ორბანს მადლობა გადავუხადე მისი მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის ხალხის და ქვეყნის მიმართ. მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ხალხს და ქვეყანას მომავალშიც გამოუჩნდება ლობისტები, ძლიერი ლობისტები ევროკომისიაში, ევროკავშირში. მარტო უნგრეთი არ იყო ჩვენი მხარდამჭერი, სხვებიც გვიჭერდნენ მხარს, ამიტომ იმედი დავიტოვოთ რომ ქართველ ხალხს კვლავ ეყოლება მხარდამჭერები ევროკომისიაში და ევროპულ საბჭოში“, - აღნიშნა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა სანქციებს, კობახიძემ აღნიშნა: „ თქვენ ელოდეთ რასაც გინდათ, მე არაფერს ველოდები“.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში