ირაკლი კობახიძე - მარკო რუბიოს ზარის შესახებ ვერ მოგიყვებით, ეს იყო დახურული ზარი - გვქონდა ძალიან ჯანსაღი, დადებით ტონალობაში საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, დანარჩენს დაელოდეთ

[მარკო რუბიოს] ამ ზარის შესახებ ვერ მოგიყვებით, ეს იყო დახურული ზარი - გვქონდა ძალიან ჯანსაღი საუბარი, დადებით ტონალობაში საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით ,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მასსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის საუბარს გამოეხმაურა, რომელიც 30 მარტს შედგა.

პრემიერის თქმით, ერთადერთი საზომი ურთიერთობების გადატვირთვის, არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება.

„ამ ზარის შესახებ ვერ მოგიყვებით, ეს იყო დახურული ზარი. შემიძლია გითხრათ ერთი რამ: ჩვენთვის ერთადერთი საზომი ურთიერთობების გადატვირთვის არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ამას ყველგან ვაფიქსირებთ, როდესაც ვესაუბრებით ამერიკელ პარტნიორებს. რაზე ვისაუბრეთ მე და რუბიომ, ეს არის დახურული ზარის თემა, საზოგადოების წინაშე ვერ ვისაუბრებ. გვქონდა ძალიან ჯანსაღი საუბარი, დადებით ტონალობაში საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით. დანარჩენს დაელოდეთ“,- აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 30 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს. „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც. "ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია