ირაკლი კობახიძე - 12 საათში ერთხელ, გაჩერებული საათიც აჩვენებს სწორ დროს - გვქონდა ინფორმაცია, რომ ბლაჟევიჩს ჰქონდა დავალებული პარტიული აქტივისთვის სამთავრობო ცვლილებების თემა ხელოვნურად წამოეწიათ

გვარები იცვლება, მაგრამ ინტერესი, რომ საქართველოში რაღაცნაირად არიონ ვითარება, სცადონ კიდევ ერთხელ რევოლუციის მოწყობა, ეს ინტერესი არ ცხრება და ამის გამოხატულებაა ბლაჟევიჩის საქმიანობაც და შესაბამისი დაფინანსებაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ფხიზლად და არ დაუშვებს ასეთი მცდელობების წარმატებას.

„ოპოზიციას რომ უწევდა ამის უარყოფა, ესეც მეტყველებს იმაზე, თუ რა არის ამ ყველაფრის უკან. უკან არის კონკრეტული მცდელობა, არიონ ქვეყანა, თუმცა, როგორც არ გამოუვიდათ ეს ყველაფერი წარსულში, ასე არ გამოუვათ არც მომავალში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, როდესაც სამთავრობო ცვლილებებზე ჰქონდა კითხვები „ტვ პირველს“, მმართველი გუნდთან დაახლოებული მედია ამბობდა, რომ ბლაჟევიჩმა დაუკვეთა ამ კითხვების დასმა და დღეს რა აქვთ სათქმელი აღნიშნულზე.

კობახიძის განცხადებით, „12 საათში ერთხელ, გაჩერებული საათიც აჩვენებს სწორ დროს“.

„თქვენ ამ შემთხვევაში შეგისრულდათ 12 საათი და გაჩერებულმა საათმა სწორი დრო აჩვენა. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ბლაჟევიჩს ჰქონდა დავალებული პარტიული აქტივისთვის ( აქტივში შედის თქვენი მედიაც) ასეთი თემა წამოეწიათ ხელოვნურად. მას ჰქონდა ეს დავალება ჩაშლილი“, - განაცხადა კობახიძე.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში