ირაკლი კობახიძე - მამუკა მდინარაძე გენერალ-მაიორის წოდებას იმსახურებდა - ეს მომავალში მას რეპუტაციულად გააძლიერებს არა მხოლოდ როგორც კონკრეტული სამსახურის უფროსს, არამედ როგორც სახელმწიფო მინისტრს

მამუკა მდინარაძე ამ წოდებას [გენერალ-მაიორი] იმსახურებდა - ეს მომავალში მას რეპუტაციულად გააძლიერებს არა მხოლოდ როგორც კონკრეტული სამსახურის უფროსს, არამედ როგორც სახელმწიფო მინისტრს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციაზე იქნება პასუხისმგებელი - მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გამორჩეულად მაღალი რანგის თანამდებობაა, შეიძლება ითქვას, რომ კოორდინაციის ფუნქცია არის კიდევ უფრო მეტად გამორჩეული! - ეს განცხადება დღეს ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძემ კითხვის პასუხად დაადასტურა, რომ მამუკა მდინარაძის სამუშაო კაბინეტი მთავრობის კანცელარიის შენობაში იქნება.

კითხვაზე, ხედავს თუ არა მდინარაძეს კონკურენტად, კობახიძემ განაცხადა, რომ მათ შორის კონკურენცია არ იყო და არც იქნება.

კობახიძის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა და საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი, როცა გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

“სამომავლოდ დაიმახსოვრეთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ მთავრობის ადმინისტრაციას სამთავრობო ცვლილებების თაობაზე დაუსვამთ კითხვას, ვიდრე ჩვენგან ცვლილებების ოფიციალურად წარდგენა არ მოხდება, მთავრობის ადმინისტრაცია გეტყვით, რომ ცვლილებები არ იგეგმება. ვიდრე ცვლილებებს საზოგადოებას ოფიციალურად მთავრობა არ გააცნობ, იგივეს იტყვიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები და ჩვენი გუნდის წევრები.

დაახლოებით ორი კვირაა, სამთავრობო ცვლილებებზე ვმსჯელობდით და საზოგადოებას გავუზიარეთ მაშინ, როცა გადაწყვეტილება მივიღეთ.

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი საქმიანობიდან გამომდინარე ამ წოდებას [გენერალ-მაიორი] იმსახურებდა. იმის მიუხედავად, რომ ის სამსახურში დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში საქმიანობდა, ჰქონდა მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილებები, მიღწევები როგორც სისტემური გადახალისების და ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით, ასევე კონკრეტული მიმართულებით დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის, კორუფციული ფაქტების აღკვეთის კუთხით. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მამუკა მდინარაძე ამ წოდებას იმსახურებდა - ეს მომავალში მას რეპუტაციულად გააძლიერებს არა მხოლოდ როგორც კონკრეტული სამსახურის უფროსს, არამედ როგორც სახელმწიფოს მინისტრს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციაზე იქნება პასუხისმგებელი.

დღეს ის არის სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც სახელმწიფო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მოვალეობა აკისრია. რეალურად ფორმალურად შეხედავ თუ არაფორმალურად, ეს არის მაღალი რანგი და შეიძლება ითქვას, რომ არის უფრო მაღალი რანგი. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არის გამორჩეულად მაღალი რანგის თანამდებობა, შეიძლება ითქვას, რომ კოორდინაციის ფუნქცია არის კიდევ უფრო მეტად გამორჩეული.

მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია