ნინო წილოსანი - სააკაშვილი ბოროტი მანქანის თავს წარმოადგენს, მას ლოგიკურად აქვს სურვილი, მისი როლი გამოიკვეთოს, თუმცა, როგორც ჩანს, კონკურენტები შიგნითვე ჰყავს, ბოკერია-გვარამიას სახით

სააკაშვილი ამ ბოროტი მანქანის თავს წარმოადგენს - მას ლოგიკურად აქვს სურვილი, რომ მისი როლი გამოიკვეთოს, როგორც ამ ბოროტების სათავე, თუმცა როგორც ჩანს, მას კონკურენტები შიგნითვე ჰყავს, ბოკერია-გვარამიას სახით, რომლებიც თვითმარქვია ლიდერს არ აცლიან, რომ მათ რიგებში რეალური ბელადი იყოს , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა “ოპოზიციურ ალიანსთან” დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსის წევრებს “ჰარმონიაში ყოფნა არა მხოლოდ ამ ქვეყანასთან, არამედ საკუთარ თავთანაც არ შეუძლიათ.”

“საკუთარ ამომრჩეველს უბედურებსა და სრულ აბსურდში აცხოვრებენ. დარწმუნებული ვარ, არც ჩვენი ამომრჩეველი და არც სხვა ნორმალური ადამიანი თვალს არ ადევნებს, ეს ადამიანები როდის გაერთიანდებიან, როდის დაუპირისპირდებიან და ეჩხუბებიან ერთმანეთს. ეს ყველაფერი სანახაობა და ცირკია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლისთვის აწყობენ, რადგან ჩვენთვის ამ ალიანსის არც შექმნა და არც დაშლა არაფერს წარმოადგენს. ვიცით, ეს ადამიანები რა პოლიტიკურ ძალებს და პოლიტიკოსებს წარმოადგენენ. მათ ჰარმონიაში ყოფნა არა მხოლოდ ამ ქვეყანასთან, არამედ საკუთარ თავთანაც არ შეუძლიათ. ამიტომ, ეს დაპირისპირება, ერთმანეთის ჭამა, წინააღმდეგობა, გაერთიანება და დაშლა მათი შინაარსია.

სააკაშვილი ამ ბოროტი მანქანის თავს წარმოადგენს. მას ლოგიკურად აქვს სურვილი, რომ მისი როლი გამოიკვეთოს, როგორც ამ ბოროტების სათავე, თუმცა როგორც ჩანს, მას კონკურენტები შიგნითვე ჰყავს, ბოკერია-გვარამიას სახით, რომლებიც თვითმარქვია ლიდერს არ აცლიან, რომ მათ რიგებში რეალური ბელადი იყოს. "ნაციონალური მოძრაობა" ამ ბოროტების შემქმნელი და გამწევი ძალა სამართლიანად არის. პრეტენზია აქვს, რომ პირველია. პირველობას არც ერთმანეთს უთმობენ და არც სხვას დაუთმობენ. ამისთვის ერთმანეთსაც დაჭამენ და უფრო უარესსაც იკადრებენ, ვიდრე აქამდე უკადრიათ”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი 9 პარტიიდან 8 პარტია: „ახალი“, “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის”, “დროა”, “ეროვნულ დემოკრატიული პარტია", “ევროპული საქართველო”, “თავისუფლების მოედანი”, „სტრატეგია აღმაშენებელი”, “ფედერალისტები”, მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის საჯარო განცხადებას გამოეხმაურა. მათი განცხადების თანახმად, „პერსონალური თავდასხმები”, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის განცხადება, ეწინააღმდეგება ალიანსის პრინციპებს, მათ შორის დათქმას, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად.

აღნიშნულს მოგვიანებით გამოეხმაურა, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და აღნიშნა, რომ მათი პარტია ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც “ანტიმიშას” პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს.

ბოკუჩავას თქმით, “როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვლასთან დაკავშირებით მივიღებთ, თუ აქამდე მივიდა საქმე”.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა