ლანა გალდავა - საქართველო ნელ-ნელა ეთიშება დემოკრატიულ საერთაშორისო ინსტიტუტებს, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ საქართველოს წევრობის შეჩერებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანა დემოკრატიულ საერთაშორისო ინსტიტუტებს ნელ-ნელა ეთიშება.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველოში ინსტიტუციები არ არსებობენ და ხელისუფლება არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო თანამეგობრების წინაშე აქვს აღებული.

„საქართველო ნელ-ნელა ეთიშება დემოკრატიულ საერთაშორისო ინსტიტუტებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოში ინსტიტუციები არ არსებობენ, საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც აქვს აღებული საერთაშორისო თანამეგობრების წინაშე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა გალდავამ.

ინფორმაციისთვის, „ღია მმართველობის პარტნიორობამ“ (OGP) საქართველოს წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა