თაზო დათუნაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ყველა სასურსათო პროდუქტზე ფასი გაიზარდა, მოქალაქეებს საწვავი ლარით გაუძვირდათ, ყველაფერს ცეცხლი უკიდია - ქოსატყუილამ ხომ შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ დაამთავროს?

ვინმემ გადაარჩინეთ ეს "ოროსანი", რომ ელემენტარული, მის ერთ სიტყვას ფასი მაინც ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ვერაფერს იზამენ. ეს არის სრული იდიოტიზმი და აბსოლუტური ტყუილი , - ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება.

როგორც დათუნაშვილი აცხადებს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში თითქმის ყველა პროდუქტსა და სერვისზე ფასები გაიზარდა, რაც მისი თქმით, მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება.

„მგონი, მართლა სულიერად არაჯანსაღია, ამ თემას რომ უბრუნდება კიდევ ერთხელ. ამ ყველაფრის მერე, საქართველოში წარმოების ფასი გაიზარდა, აბსოლუტურად ყველა სასურსათო პროდუქტზე ფასი გაიზარდა, ენერგორესურსებზეც, საქართველოს მოქალაქეებს საწვავი 1 ლარით გაუძვირდათ, დენის გადასახადი 30%-ით, კვერცხიც კი 5%-ით გაუძვირდათ. ყველაფერს ცეცხლი უკიდია. 40 ლარის ფარგლებში ღირს 1 კგ ხორცი მაღაზიებსა და ბაზარში. ეს მანიაკი ისევ ამბობს, რომ რაღაც დასკვნამდე მივა თურმე ფასებთან დაკავშირებით. ასეთი ადამიანი, რომ საკუთარ თავს პატივს არ სცემდეს, მართლა ცხოვრებაში იშვიათად შემხვედრია. ვინმემ გადაარჩინეთ ეს "ოროსანი", რომ ელემენტარული, მის ერთ სიტყვას ფასი მაინც ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ვერაფერს იზამენ. ეს არის სრული იდიოტიზმი და აბსოლუტური ტყუილი. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, სამწუხაროდ, მომავალ თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება ფასები, შემდეგ თვეებში კიდევ უფრო, რადგან უახლოეს თვეებში აისახება საწვავის საფასურის და დენის გადასახადის ზრდა აბსოლუტურად ყველა პროდუქტსა და სერვისზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მოიხმარენ. ამიტომ, ამ ქოსატყუილამ ხომ შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ დაამთავროს. რაღაც ზღვარი ხომ არსებობს, ამ ყველაფერს საზღვარი აქვს, დაამთავრე რა!“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნები და გეგმა საზოგადოებისთვის მომავალი თვის დასაწყისში გახდება ცნობილი.

„თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც ჩვენ საზოგადოებას უკვე გავაცნობთ ჩვენს დასკვნებსა და შესაბამისად გეგმას. ეს მოხდება მომავალი თვის დასაწყისშივე. ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას. დასკვნა იქნება ყველაფერთან დაკავშირებით, რამდენად ჯანსაღია ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს მოცემული და როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი უკეთესობისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია