ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გადაიდო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა გადაიდო.

„მზია ამაღლობელი აცხადებს, რომ ვერ დაესწრება დღევანდელ სხდომას. ასევე, ადვოკატი ნინო ხუციშვილი ითხოვს სხდომის გადადებას“, - აღნიშნა მოსამართლის თანაშემწემ.

შსს-ს წარმომადგენლის თქმით, დასაბუთება ვერ მოხდა აღნიშნულ განცხადებაზე, რაზეც მოსამართლეს განმარტება სთხოვა. „ვითხოვთ ზუსტ განმარტებას ადვოკატის ნაწილში”, - მიმართა შსს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ.

„ადვოკატს მხოლოდ ორდერი ჰქონდა, მინდობილობაც უნდა ჰქონდეს, გარკვეული ხარვეზი შეიქმნა. ქალბატონი მზია ამბობს, რომ ვერ გამოვცხადდები, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, არ ვიცით. ხელშეკრულება არასაკმარისად ჩავთვალეთ, მესმის თქვენი პოზიცია მაგრამ ეს არ ატარებს გაჭიანურების ხასიათს, ამიტომ დავდოთ პატივი და სხდომა გადავდოთ 11 მაისს, 14:00 საათისთვის”, - განაცხადა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.

როგორც „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ბათუმის საქალაქო სასამართლოსგან, რომელმაც უნდა განიხილოს, რამდენად კანონიერად დააკავეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მზია ამაღლობელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ აქვთ.

ეთერ თურაძის განმარტებით, საქმეს იხილავს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე, რომელმაც სარჩელის წარმოებაში მიღებაზე თავდაპირველად უარი თქვა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მას საქმე უკან დაუბრუნა და მისი განხილვა დაავალა.

„რაც შეეხება არსს, რა ხდება ამ პროცესზე, ამ პროცესზე ხდება ის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააბრუნა ბათუმის სასამართლოში ეს სარჩელი. სარჩელი ეხება მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერებას, რამდენად კანონიერად დააკავეს მზია ამაღლებული. იცით, რომ უწყვეტი ვიდეოკადრები არსებობს, რითაც დასტურდება, რომ ყოფილმა პოლიციელმა დააკავა მზია ამაღლობელი. შემდეგ მან სასამართლოში ცრუ ჩვენება მისცა, საუბარია 173-ე მუხლზე და შემდეგ უკვე მზიას დაკავებაზე პასუხისმგებლობა აიღო ასევე ცრუ მოწმე პოლიციელმა, დღესაც მოქმედმა პოლიციელმა გოჩა ვანაძემ, რომელიც არის ბათუმის პოლიციის უფროსი“, - განაცხადა ეთერ თურაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია