ეკონომიკის სამინისტრო - მარიამ ქვრივიშვილისა და ჩინური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარის შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების შესაძლებლობებზე იმსჯელეს

ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული სახელმწიფო კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარემ ვანგ იუტაომ პეკინში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

„ჩინეთის მხარემ გამოხატა დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვანგ იუტაოს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებითა და უვიზო მიმოსვლით გამყარდა, ჩინური ბიზნესისთვის მყარ ინსტიტუციურ საფუძველს ქმნის.

China ZhenHua Oil Co. Ltd. ჩინეთის მსხვილი ნავთობისა და გაზის კომპანიაა. ის ახორციელებს ინვესტიციებს მოპოვებაში, საბადოების განვითარებასა და ნავთობითა და გაზით ვაჭრობაში. კომპანიის რეგისტრირებული კაპიტალი დაახლოებით 1-1,1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, მთლიანი აქტივები - 5-8 მილიარდის ფარგლებშია, ხოლო ნავთობისა და გაზის ვაჭრობის წლიური მოცულობა 50 მილიონ ტონას აჭარბებს, რაც წელიწადში 20 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს უზრუნველყოფს.

China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, ასევე სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ტატიშვილი და საქართველოს დესპანი ჩინეთში ბესიკ შარაშენიძე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარე ჰუანლონგ ჩენთან. შეხვედრისას ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილმა Geo-Jade Petroleum-ის ხელმძღვანელს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო. საუბრისას აქცენტი გაკეთდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ორმხრივი უვიზო მიმოსვლა ინვესტორებისთვის საქართველოს ბაზარს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ დაინტერესება გამოხატა საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორის მიმართ.

Geo-Jade Petroleum Corporation ჩინური ნავთობისა და გაზის კომპანიაა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1,5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო 2P მარაგები 1,3 მლრდ ბარელ ნავთობის ექვივალენტს უტოლდება. კომპანია გლობალურ ბაზრებზე ოპერირებს და მომპოვებელ აქტივებს მართავს სხვადასხვა ქვეყნებში.

Geo-Jade Petroleum Corporation“-ის თავმჯდომარესთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, სსიპ ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა და საქართველოს დესპანმა ჩინეთში ბესიკ შარაშენიძემ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია