მიხეილ სააკაშვილი - არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ - არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ, არც იმას, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო, ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ

არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ იმიტომ, რომ ეს მეათეხარისხოვანი და სრულიად არარელევანტური საკითხია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „ამ ბრძოლაში არ აპირებს ვინმეს ენა მოუჩლიქოს და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადაუსვას, თუმცა არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას აპირებს“.

„დღესდღეობით დიქტატორი საქართველოს ექცევა როგორც დაპყრობილ ქვეყანას, ართმევს მიწებს, ძარცვავს და ამცირებს, ამონებს ხალხს, იჭერს პატრიოტებს. ამ დამპყრობელთან სასტიკ და უკომპრომისო ბრძოლაში აღარ ვაპირებ ვინმეს ენა მოვუჩლიქო და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადავუსვა. არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ. არც იმას ვაპირებ, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო. ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ ამას“, - წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა