ჯუანშერ ბურჭულაძე - რა საჭირო იყო მილიონები მეფრიალებინა, 1997 წელს მყავდა „მერსედესი", რომელსაც თითით აჩვენებდნენ ქალაქში, პირველი „ლენდ-კრუიზერიც" მე მყავდა, შუქნიშანზე რომ ვჩერდებოდი, თავს ვხრიდი, მრცხვენოდა, ხალხს უჭირს-მეთქი

რა საჭირო იყო მილიონები მეფრიალებინა. 1997 წელს მყავდა „მერსედესი", რომელსაც თითით აჩვენებდნენ ქალაქში. ასევე, პირველი„ლენდ-კრუიზერიც" მე მყავდა. შუქნიშანზე რომ ვჩერდებოდი, თავს ვხრიდი, მრცხვენოდა, ხალხს უჭირს-მეთქი,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, სასამართლო პროცესზე, საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.

მისი თქმით, მას ბრალდების მხარე ქონებერივ დისბალანსს ედავება, თუმცა შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს, როგორებიც არის დაცვის მხარის მიერ ჩატარებული აუდიტორული დასკვნა, ხელშეკრულებები და ა.შ.

„საერთო ჯამში, მარტო ავტოფარეხების რეალიზაციით ნახევარი მილიონი ლარის შემოსავლები მაქვს მიღებული. რაიმის შენიღბვა თუ მინდოდა, ამის გაკეთება 1000 მეთოდით შემეძლო.

დეკლარაციაში ასასახული მქონდა 2024 წლის შემოსავლები და არა 2025 წლის",- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, ის შემოსავლები და ხარჯები, რომელიც ჰქონდა, ქონებრივ დისბალანსს არ იწვევს და ამ შემოსავლებით შეეძლო, რომ ესპანეთში ბინა ეყიდა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებასა და ზეგავლენით ვაჭრობას.

ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის, გაფლანგვაში დახმარებისა და ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 25-182- მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი