რუსული მხარის ინფორმაციით, „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, უკრაინული სპეცსამსახურების დახმარებით, ტერორისტული თავდასხმა იგეგმებოდა

უსაფრთხოების ძალებმა კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსკომნადზორი) ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების დახმარებით იგეგმებოდა, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

„18 აპრილს ტერორისტული თავდასხმა აღიკვეთა. მოსკოვში, უფაში, ნოვოსიბირსკსა და იაროსლავში დააკავეს ულტრამემარჯვენე და ნეოფაშისტური იდეოლოგიის შვიდი მხარდამჭერი, რომლებიც უკრაინის სადაზვერვო სააგენტოებმა Telegram-ის აპლიკაციის საშუალებით გადაიბირეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, დამნაშავეები ასაფეთქებელი მოწყობილობით ავტომობილის აფეთქებას გეგმავდნენ.

„ჩხრეკის დროს ამოიღეს ერთკილოგრამიანი ასაფეთქებელი მოწყობილობა, F-1 ტიპის ყუმბარა, მაყუჩიანი პისტოლეტი, რაციები, ნეონაცისტური ატრიბუტიკა და უკრაინის პარამილიტარული ძალების სიმბოლოები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმეები იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე აღიძრა. უწყების ინფორმაციით, დაკავებული პირების ტერორისტული თავდასხმის მომზადებისთვის პასუხისგებაში მიცემის საკითხი წყდება.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ