თენგიზ შარმანაშვილი ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ განაჩენზე - ძალიან მძიმე შედეგია, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს სიძლიერეს, ვერ ასცდება პასუხისმგებლობას

ეს საკითხი რომ ჩვენთვის მძიმე იქნებოდა, წინასწარ იცოდა სახელმწიფომ, მაგრამ ამ ნაბიჯზე წავიდა და არავის შეუფერხებია დანაშაულის გამოვლენა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენ პოლიტიკურ გუნდს მაინცდამაინც არ წაადგებოდა - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს სიძლიერეს, ვერ ასცდება პასუხისმგებლობას, რაც არ უნდა გულდასაწყვეტი იყოს შემდეგში ამ პირის პასუხისგებაში მიცემა.

„ეს ძალიან მძიმე შედეგია. სხვა რამ რომ გითხრათ ან მოხარული ვარ-მეთქი, არ იქნება გულწრფელი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დანაშაული ჩვენმა ხელისუფლებამ გამოავლინა. ეს საკითხი რომ ჩვენთვის მძიმე იქნებოდა, წინასწარ იცოდა სახელმწიფომ, მაგრამ ამ ნაბიჯზე წავიდა გამოძიება იმ დროს და არავის შეუფერხებია ამის გამოვლენა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენ პოლიტიკურ გუნდს მაინცდამაინც არ წაადგებოდა. ყველამ უნდა იცოდეს, მათ შორის მეც და ნებისმიერმა ჩემმა კოლეგამაც, საკანონმდებლოში თუ სხვა ხელისუფლებაში, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს სიძლიერეს და კორუფცია პირდაპირ არის ძირგამომთხრელი საქმიანობა საქართველოს სიძლიერისა, ვერ ასცდება პასუხისმგებლობას, რაც არ უნდა გულდასაწყვეტი იყოს შემდეგში ამ პირის პასუხისგებაში მიცემა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ის სასამართლოს გადაწყვეტილებაა. წინ ორი ინსტანციაა, მას აქვს სრული უფლება ეს გაასაჩივროს. ეს მისი უფლებაა და შეუძლია იდავოს შემდგომ ინსტანციაში”, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ მხეიძე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, ჩამოერთვა ქონება - ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი და 2 წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი