პიტ ჰეგსეთი - ირანს აქვს შანსი, დადოს კარგი და გონივრული გარიგება

აშშ-ის ომის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, აშშ-მა ირანში გადამწყვეტ სამხედრო შედეგს სულ რაღაც რამდენიმე კვირაში მიაღწია.

„საბოლოო ჯამში, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“, - აღნიშნა ჰეგსეთმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ირანს აქვს შანსი, „კარგი, გონივრული გარიგება დადოს“.

ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ ირანის პორტებზე დაწესებული ბლოკადა „დღითიდღე უფრო და უფრო ძლიერდება“.

მისი თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალები ბლოკადას „ყოყმანისა და ბოდიშის მოხდის გარეშე“ ახორციელებენ.

„ეს მოიცავს ყველა გემს, რომელიც ჩვენს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ირანულ გემებს, ან ირანის პორტებში მიმავალ და იქიდან მომავალ გემებს“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.

მისი თქმით, დღეს დილის მონაცემებით, სულ ოცდათოთხმეტი გემი გააბრუნეს.

ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ აშშ-მა ამ კვირაში ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ირანის ფლოტის ორი გემი დააკავა და დასძინა: „კიდევ ბევრს დავაკავებთ“.

ამასთან, აშშ-ის ომის მინისტრის თქმით, ჰორმუზის სრუტე ევროპას უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე შეერთებულ შტატებს.

„ჩვენ ევროპას არ ვეყრდნობით, მაგრამ მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე მეტად სჭირდებათ. ეს ბევრად უფრო მათი ბრძოლაა, ვიდრე ჩვენი“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ