CNN - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანელებთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში გაემგზავრებიან

აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ირანელებთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში გაემგზავრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ტრამპის ადმინისტრაციის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, 25-26 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სპეცწარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და თავის სიძეს, ჯარედ კუშნერს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაგზავნის, სადაც მათ მოლაპარაკებები ექნებათ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან.

წყაროების ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის მონაწილეობა არ იგეგმება, ვინაიდან შეხვედრას არ დაესწრება ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ-ბაღერ ღალიბაფი. თუმცა, წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ ვენსის გარემოცვის წევრები პაკისტანში იქნებიან და მოლაპარაკებებს დაესწრებიან, და თავად ვიცე-პრეზიდენტი მზად იქნება ისლამაბადში გაემგზავროს თუ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება მიღწეული.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ