ნუგზარ წიკლაური - ასე მოწოდებებით საუბარი არ გამოვა, თითქოს ვიღაც არის წინამძღოლი და დანარჩენი დემოკრატიული ოპოზიცია უკან უნდა მიჰყვეს - თუ დადანაშაულება მუდმივად გაგრძელდება, ეს დაემსგავსება საბოტაჟს

არ მგონია, რომ ეს საქმიანი კრიტიკა არის, მე არ მგონია, რომ ამ ტიპის რიტორიკა რამეს არგებს ან ალიანსს ან მის წარმომთქმელს და რა თქმა უნდა, არც არის სასიამოვნო და მისაღები იმ ადამიანებისა თუ პოლიტიკური პარტიებისათვის, ვისკენაც არის მიმართული, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

წიკლაურის შეფასებით, თუ მსგავსი თავდასხმები გაგრძელდება, ეს საბოტაჟს დაემსგავსება და ეს არ ეხება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

„ეს არის სრულიად ფუჭი, მიუღებელი პინგპონგი, რომელიც არც ხალხის ინტერესებს ემსახურება, არც ამ პოლიტიკური ალიანსის მდგრადობას და დაგვაშორებს კიდეც იმ მიზნისგან, საითკენაც მივდივართ. აქ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე არ არის ლაპარაკი, ეს ეხება ყველას, ვინც ამაში მონაწილეობს.

დღეს კიდევ გამოვიდა ბატონი ხაბეიშვილი იქიდან და, 10-ში კი არა, 9-ში უნდა გამოხვიდეთო... ასე აპლომბით ლაპარაკი არ გამოვა, მითუმეტეს ხაბეიშვილისაგან. ასე მოწოდებებით საუბარი არ გამოვა, თითქოს და ვიღაც არის წინამძღოლი და მთელი დანარჩენი დემოკრატიული ოპოზიცია უკან უნდა მიჰყვეს და ხაბეიშვილი წინ გაუძღვეს.

პარტიები შევთანხმდით, რომ ყველანი, ვინც ვართ, გავუფრთხილდებით იმას, რომ ჩვენი ბრძოლა იყოს მთავარი მიზნისკენ მიმართული. თუ ეს დადანაშაულება მუდმივად გაგრძელდება, რომ ვითომ ხელისუფლებასთან ვიღაც თანამშრომლობს, რა თქმა უნდა, ეს დაემსგავსება საბოტაჟს.

მნიშვნელოვანი თარიღები მოდის, მათ შორის არის 26 მაისი, როდესაც სურვილი გვაქვს, ხალხმრავალი აქცია გაიმართოს. თუ ამ ერთი თვის განმავლობაში იმის მაგივრად, რომ ხალხს ერთიანობისაკენ მოუწოდო, იქნება მუდმივი თავდასხმები, სახელის გატეხის მცდელობა ოპოზიციური პარტიების მიმართ, ეს ნამდვილად ვერ ჩაითვლება ვერანაირ კრიტიკად, ვერანაირ საღ აზრად და ვერანაირ კეთილგანწყობილ მოსაზრებად.

ეს ალიანსი იმიტომ ხომ არ შეიქმნა, რომ ყველას მზე და მთვარე ამოგვდის ერთმანეთზე. შევთანხმდით იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ამგვარად ვითარების გაგრძელება ნიშნავს მრავალწლიან უკან დახევას. ერთხელ როცა ვერ მოვითმინეთ და ერთმანეთს დავუპირისპირდით, ქვეყანამ ოცი და ოცდაათი წლით დაიხია უკან. ახლა იმის მცდელობა არის, რომ არ მოხდეს ყველა ხაზის ჩაჭრა ევროპულ საზოგადოებასთან, ევროატლანტიკურ სივრცესთან, ქართულ ისტორიულ წარსულთან - ეს სურვილები გვაქვს და თუ ჩასაფრება იქნება ვინმესგან, რომ ბევრს გაგვაკრიტიკებს, ბევრჯერ დაგვესხმება თავს და თუ 26 მაისი კარგი გამოვა, გაჩერდება, თუ არა და იტყვის, ხომ გაფრთხილებდით მთელი თვეო, მომიტევოს ყველამ, მაგრამ ძალიან პრიმიტიული ხერხები არის გამოყენებული. ყველას მოვუწოდებ, მათ შორის ჩვენთან, რომ ყველამ შევიკავოთ თავი. ეს ხომ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და გვაშორებს იმ მიზანს, რა მიზნისთვისაც იქმნება ასეთი ალიანსები“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება