უკრაინული მედია - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიში განახორციელა - არიან დაშავებულები

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიში განახორციელა, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროს დაარტყეს, რის შედეგადაც მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა და სულ მცირე, 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.

თავდასხმის შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე, ღამით განხორციელებული მასშტაბური იერიშის ფარგლებში რუსულმა ძალებმა ხარკოვსაც დაარტყეს.

ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, დარტყმის შედეგად ქალაქში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და გაზსადენი დაზიანდა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ