ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანში ჩავიდა, - ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის ისლამაბადში პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი, იშაქ დარი დახვდა.

„მოუთმენლად ველი ნაყოფიერ ჩართულობას, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ არის მიმართული“, - დაწერა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ დღეს პაკისტანში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი გაემგზავრებიან.

თეთრი სახლის განცხადების შემდეგ ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ აბას არაღჩი ისლამაბადში ვიზიტის ფარგლებში „პაკისტანის მაღალი დონის ოფიციალურ პირებს“ შეხვდება.

„ირანსა და აშშ-ს შორის შეხვედრა დაგეგმილი არ არის“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი