პროკურატურამ თბილისში მომხდარ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა დაზარალებულს ანგარებით, ფულის და პირადი ნივთების დაუფლების მიზნით დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზევე გარდაიცვალა.

„საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 აპრილს, თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩა N1-ში მდებარე ბინაში, ბრალდებულმა, ანგარებით, ფულის და პირადი ნივთების დაუფლების მიზნით, დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ნ" ქვეპუნქტით ( განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ