მარიამ ქვრივიშვილი - ჩინეთთან ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი წარმატებული შედეგებით დასრულდა, რაც დადებითად აისახება საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა უმაღლესი დონის შეხვედრები ჩინეთის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომლის დროსაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩამოყალიბდება ინვესტიციების მოსაზიდად საქართველო-ჩინეთს შორის დიალოგის მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან ინვესტიციების განხორციელებას.

„კომერციის მინისტრთან ერთად ხელი მოვაწერე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. გარდა ამისა, მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება მთავრობათაშორისი ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს უმსხვილესი ინვესტიციების მოზიდვის, ისევე, როგორც სტრატეგიულ პროექტებში ჩინური კომპანიების ჩართულობის მხარდაჭერას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ჩინეთის ავიაკომპანია China Eastern Airlines - ის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 15 ივლისიდან შანხაი - თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შანხაის მიმართულება, ისევე როგორც ზოგადად ჩინეთის ტურისტული ბაზარი საქართველოსთვის სტრატეგიულია და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ტურისტული ნაკადების ზრდას, ისე მსყიდველუნარიანი ვიზიტორების ჩამოსვლას.

„ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს ხალხთაშორის ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებს და სტიმულს მისცემს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას, დივერსიფიცირებას და დამატებითი შემოსავლების გენერირებას ჩვენს ქვეყანაში უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიიდან", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ჩინეთის უმსხვილეს ენერგეტიკულ და ავტომობილების მწარმოებელ კომპანიებთან. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებას.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი